ახალი ამბები
გათბობის არარსებობის გამო, ქუთაისის #11 სკოლაში სწავლა დისტანციურად დაიწყო
FaceBook
დღეს, ქუთაისის #11 საჯარო სკოლაში სწავლა დისტანციური ფორმატით დაიწყო.

ამის მიზეზი არა კოვიდპანდემია, არამედ,  სკოლაში გათბობის სისტემის მონტაჟი გახდა, რომელიც ამ დრომდე ვერ დასრულდა.

"ამ სკოლაში მიმდინარეობს  გათბობის სისტემის მონტაჟი და ამის გამო  სწავლება დისტანციურზეა. საერთო ჯამში, კოვიდპანდემიის გამო დისტანციურ სწავლებაზე 3 499 მოსწავლე იმყოფება"
,  - ამბობს ქუთაისის საგანმანათბლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი. 

მისი განმარტებით, ძალაში რჩევა არჩევითობის პრინციპი, როდესაც მოსწავლეებს შეუძლიათ  აირჩიონ  სწავლება საკლასო ოთახებში სურთ თუ ონლაინ რეჟიმში. 

ქუთაისში 38 საჯარო და ათი კერძო სკოლაა.

საახალწლო არდადეგების შემდეგ, სკოლებში სწავლის პროცესი დღეს განახლდა. 




Print