ახალი ამბები
ქუთაისში ტურისტის ცემის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
FaceBook
ქუთაისში, ბრიტანელი ტურისტის ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სსკ-ის 126 მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს.

ბრიტანელი ტურისტის თქმით, მას ქუთაისში, თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სცემეს. მისი მონათხრობის მიხედვით, ფიზიკურ დაპირისპირებას წინ უძღოდა ერთ-ერთ კაფეში უცნობთან შელაპარაკება, რომელიც მის მიმართ აგრესიით პირსინგის გამო განეწყო, კაფედან გამოსვლის შემდეგ კი თეთრ ხიდზე იგივე მამაკაცი თავს დაესხა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. ტურისტმა გაქცევა მოახერხა და მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა.

Print