ახალი ამბები
როგორი ამინდია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში კვირის განმავლობაში
FaceBook
დასავლეთ საქართველოში და მათ შორის, იმერეთის რეგიონში, კვირის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების თქმით, ორშაბათს, 17 იანვარს, ჰაერის  ტემპერატურა -40-მდე დაეცემა, იქროლებს აღმოსავლეთის ქარი.

18-19 იანვარს მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით. თოვლი მოსალოდნელია როგორც მაღალმთიან რეგიონებში,  ასევე დაბლობზე.

20-21 იანვარს, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა -30-მდე დაეცემა.

კვირის ბოლოს, ჰაერის ტემპერატურა გაიზრდება, იქროლებს დასავლეთის ქარი. სინოპტიკოსების თქმით, მოსალოდნელია წვიმა.
Print