ახალი ამბები
სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა
FaceBook
დღეიდან სკოლის მოსწავლეები საკლასო ოთახებში სწავლის გაგრძელებას ისვე შეძლებენ.

17 იანვრიდან, ქვეყნის მასშტაბით, სკოლებში სწავლის პროცესი განახლდა.

საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლავ მკაცრად გაკონტროლდება კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მშობელს ან მეურვეს, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნება მოსწავლე სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანოს.

დისტანციურად სწავლის მსურველებმა რეგისტრაცია შესაბამის ვებ-გვერდზე უნდა გაიარონ.

სამინისტროს ინფორმაციით, ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში.

სარეგისტრაციო ველი უკვე გახსნილია.

ზამთრის არდადეგები საქართველოს სკოლებში 2021 წლის 30 დეკემბერს დაიწყო.

Print