ახალი ამბები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა გასასხვისებელი ქონება წარადგინა
FaceBook
წყალტუბოს ტურისტული პოტენციალით დაინტერესების მიზნით ადგილობრივ ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა იმერეთის მხარის გუბერნატორის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ინიციატივით შედგა.

"ის ობიექტები, რომელთა რეაბილიტაცია მოხდა წელს გვინდა, რომ ავამუშავოთ. იმედი გვაქვს, რომ ადგილობრივი ბიზნესი დაინტერესდება წყალტუბოთი და 2016 წლის სეზონზე დამსვენებელს შევთავაზებთ კომფორტულ გარემოს," - განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კონსტანტინე მამისეიშვილმა.

შეხვედრაზე მყოფი ბიზნესის წარმომადგენელთა განცხადებით, მათ ინფორმაცია მიიღეს, ხოლო გადაწყვეტილებას ობიექტების მონახულების შემდეგ მიიღებენ.

"დაინტერესებული ვართ. დავათვალიერებთ ადგილზე ობიექტებს და გადაწყვეტილებას მას შემდეგ მივიღებთ," - განაცხადა ხილის გადამამუშავებელი საწარმოს ხელმძღვანელმა, დავით ჩაფრავამ.

წყალტუბოს ადგილობრივი თვითმართველობა ქალაქის ცენტრალური პარკის ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების 5-10 წლით გასხვისებას გეგმავს. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი ობიექტების გასხვისებას იჯარითა და ელექტრონული აუქციონის წესით განახორცილებს. გასასხვისებელ ობიექტთა შორის არის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, ღია კაფე-ბარი-398,0 კვ.მ. ჩოგბურთის მოედანი (კორტები), გასახდელი, მინი გოლფის მოედანი, დეკორატიული აუზები, პიქსელები, საპირფარეშო.

ადგილობრივი თვითმმართველობის რეკომენდაციით, წყალტუბოს ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე არსებულ თავისუფალ მიწის ნაკვეთებზე შესაძლებელია მსუბუქი კონსტრუქციის შენობების განთავსება, საბავშვო ატრაქციონების მოწყობა, ნაყინის, გამაგრილებელი და გაზიანი სასმელებისა და ლუდის ჩამოსასხმელი აპარატების დადგმა. ასევე, საქორწინო ცერემონიის, ხელმოწერის რიტუალის შესაბამისი მსუბუქი კონსტრუქციის შენობის განთავსება.


Print