ახალი ამბები
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მოძრაობა შეიზღუდა
FaceBook
ინტენსიურმა თოვამ საქართველოს გზებზე  გადაადგილების პრობლემები ისევ შექმნა.

თოვლისა და დაბალი ტემპერატურის გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ტრანსპორტისთვის შეზღუდვა არ მოქმედებს.

ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

გზის დანარჩენ მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია.
Print