ახალი ამბები
ქართული თეატრის დღე და შეცვლილი იანვრის აფიშა
FaceBook
14 იანვარი ქართული თეატრის დღეა.

ქართულ თეატრს 1850 წლის 14 იანვარს ჩაეყარა საფუძველი, როდესაც თბილისში პირველი სპექტაკლი გიორგი ერისთავის "გაყრა" დაიდგა. ეს იყო პირველი და იმ დროისთვის ერთადერთი პროფესიული თეატრი საქართველოში.

მიუხედავად ამისა, წელს, 14 იანვარს,   მესხიშვილის თეატრში სპექტაკლები საერთოდ არ გაიმართება.

სამაგიეროდ, 16 იანვრიდან განახლდება ჩვენებები, თუმცა,  დაანონსებული „მაკბეტის“ნაცვლად, რომელიც 29 იანვარს უნდა გამართულიყო, ამ დღეს წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი „ქარი ქრის ვერხვებში“. 




იანვრის რეპერტუარს ასაევე დაემატა სპექტაკლი „გადაუღებლად წვიმს“, რომელიც 22 იანვარს გაიმართება.

თეატრში ძალაში რჩება ე.წ "მწვანე პასპორტის" კონცეფცია.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ "მწვანე პასპორტის" პრინციპით შეძლებენ შესვლას თეატრებში.

პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PSR-ტესტი, ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, გადატანილი აქვს კორონავირუსი.

"მწვანე პასპორტის" მოთხოვნა მოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის.




Print