ახალი ამბები
კოვიდინფიცირებული პირებისთვის სპეციალური საიტი ამოქმედდა
FaceBook

ამიერიდან, კოვიდინფიცირებულ პირებს შეეძლებათ ინფიცირების ისტორია თავად შექმნან და საჭირო კონსულტაციებიც მიიღონ.


ჯანდაცვის სამინისტრომ ამისთვის  სპეციალური საიტი შექმნა.

პირი, ვისაც დაუდასტურდება კოვიდ-19, 112-ში სატელეფონო კონსულტაციის ნაცვლად, შეეძლება შემდეგ პორტალზე დარეგისტრირება: https://er.moh.gov.ge/. სპეციალურ საიტზე,  ინფიცირებული პირი პირადი მონაცემების შეყვანის შემდეგ, მიუთითებს სიმპტომებს, რომლებიც აღენიშნება. მიღებული ინფორმაცია 112-ის მიერ დამუშავდება და შემდგომი მონიტორინგისათვის გადაეცემა ოჯახის ექიმს.


პორტალი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112-ისა” და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა.


ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 5 567 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 661 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა კიდევ 36 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 984 802 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 924 072, გარდაიცვალა 14 395 პაციენტი.

 

Print