ახალი ამბები
გასული წლის დეკემბერში, ქუთაისის აეროპორტი 42 000 - ზე მეტ მგზავრს მოემსახურა
FaceBook
პანდემიის პირობებში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლას მზარდი დინამიკა აქვს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2021 წლის დეკემბრის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის 51% აღდგა. 2021 წლის დეკემბერში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 42,077 მგზავრს მოემსახურა. (2019 წლის დეკემბერი 82,551 მგზავრი).

მზარდი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის აღდგენის კუთხითაც. დეკემბრის თვეში, აეროპორტში რეისების 63% აღდგა და მოემსახურა 181 რეისს. ( 2019 წლის დეკემბერი - 289 რეისი).

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 14 ქვეყნის 24 მიმართულებით ოპერირებს.

ფრენები კოვიდპანდემიის გამო 2020 წლის მარტში გაჩერდა, რომელიც ექვსი თვის შემდეგ აღდგა.
Print