ახალი ამბები
ცესკოს თავმჯდომარის შესარჩევად ღია კონკურსი მიმდინარეობს
FaceBook
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება უკვე დაიწყო.

პროცესი პრეზიდენტის სასახლეში მიმდინარეობს.

საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარეობისთვის 4 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, ასევე თამაზ ფოლადაშვილი, თენგიზ თევზაძე და გიორგი შაიშმელაშვილი.

გასაუბრებების პროცესი სამი დღე გაგრძელდება.

ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილმა თამარ ჟვანია გასული წლის 2 აგვისტოს შეცვალა.
Print
თეგები: #ცესკო