ახალი ამბები
„ივანიშვლი ცდილობს ჩაკლას მუხტი და მანამდე მომკლას მე“ - სააკაშვილი
FaceBook
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.


სააკაშვილის თქმით, ივანიშვილს და პუტინს გადაწყვეტილი ჰქონდათ მისი მოკვლა, მაგრამ ბევრი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და მათ იხსნეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე.

"ივანიშვლი ცდილობს ჩაკლას მუხტი და მანამდე მომკლას მე. Მადლობა მინდა ვუთხრა მათ,  ვინც გადამარჩინა, მაგრამ არაფრად მიღირს სიცოცხლე, თუკი საქართველო არ იქნა თავისუფალი", - განაცხადა სააკაშვილმა.

Სააკაშვილი აღნიშნავს, რომ არსებული ხელისუფლება უნდა დასრულდეს გაზაფხულზე.

"მოგვიწევს ყველა პოლიტიკური კუნთის ამუშავება. არ დაიჯეროთ,  რომ არაფერი გამოვა. ძალიან ბევრი ხალხი შეიკრიბება თბილისში და მიაღწევს რიგგარეშე არჩევნებს", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

ექსპრეზიდენტმა თავისი გამოსვლა მადლობით დაიწყო. მან მადლობა გადაუხადა და ბოდიში მოუხადა მის მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე დაკავებულებს.

მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო კვეთისთვის 1 ოქტომბერს დააკავეს.


Print