ახალი ამბები
"ვისაც უნდა არჩევნებამდე დაცდა, უნდა შეეგუოს, რომ საქართველო აღარ იქნება"
FaceBook
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე მის მიერ შემუშავებულ ეკონომიკურ გეგმაზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი განხორციელება რიგგარეშე არჩევნების შემდეგ დაიწყება.

მისი თქმით, იმ პირობებში, როცა ქვეყანას ყოველდღიურად ტოვებენ ადამიანები, ლოდინის დრო არ არის და ვინც აპირებს, რომ არჩევნებს სამი წელი დაელოდოს, უნდა იცოდეს, რომ სამი წლის შემდეგ საქართველო, როგორც ქვეყანა, აღარ იარსებებს.

"ვინმეს შეიძლება აქვს ილუზია, რომ სამი წლის შემდეგ, აიპებისა და სიპების პარტიას მოუგებს არჩევნებს, მე თავს არ ვიტყუებ. რისთვისაც მე ჩამოვედი საქართველოში, ეს არის მშვიდობიანი პროტესტი ყველა უსამართლობის წინააღმდეგ და ვისაც უნდა სამი წელი დაცდა, უნდა შეეგუოს, რომ საქართველო აღარ იქნება"
,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სხდომაზე ექსპრეზიდენტმა დარბაზში მსხდომებს მიმართა და ჰკითხა, მათი აზრით, რის გამო ზის იგი ციხეში. შეკითხვას მიხეილ სააკაშვილმა თავადვე უპასუხა და თქვა, რომ იგი პატიმრობაში იმიტომ არის, რომ საქართველო პუტინს არ ჩააბარა.
Print