ახალი ამბები
2021 წელს, საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო
FaceBook
2021 წელს საქართევლოს 1 881 271 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. 

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე შეფასებით, 2021 წელს საქართველოში საერთაშორისო ტურიზმის აღდგენა სწრაფი ტემპით გამოირჩეოდა, როგორც შემოსავლების, ასევე მოგზაურების კუთხით.

2021 წელს საერთაშორისო მოგზაურებიდან საქართველომ 1 244 941 717 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.

შემოსავლები 2020 წელთან შედარებით 130 %-ით  გაიზარდა, 2019 წლის მონაცემის თანახმად კი 38%-ით აღდგა.

2021 წლის 12 თვეში,  საქართველოში 1 577 463 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა. 2019 წლის მონაცემთან შედარებით ტურისტული ვიზიტების 31%-ი აღდგენილია. 2020 წელთან შედარებით კი ზრდა 45.1%-ს შეადგენს.

2021 წელს საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების უმეტესი რაოდენობა საჰაერო საზღვრით განხორციელდა. კერძოდ, ვიზიტების 51%  საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების საშუალებით შესრულდა. აღდგენამ კი 2019 წელთან შედარებით 48%-ი შეადგინა.



Print