ახალი ამბები
ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი 24 იანვარს განახლდება
FaceBook
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლების დრომ  გადაიწია.
სკოლამდელ დაწესებულებებში სწავლა 24 იანვარს დაიწყება.

ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის დავით წიტაიშვილის თქმით, სწავლის დაწყებამდე ყველა თანამშრომელი კორონავირუსზე ტესტს ჩაიტარებს და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერთვება სააღმზრდელო პროცესში. 

ბაგა–ბაღებში სასწავლო პროცესი მიმდინარე წლის 29 დეკემბერს შეწყდა.

ქუთაისის მერიის ააიპ "ბაგა–ბაღების გაერთიანებაში" სულ 37 ფილიალი და 7 643 აღსაზრდელია რეგისტრირებული.

საბავშვო ბაღებში პირბადის ტარება, როგორც აღმზრდელებისათვის, ასევე მზარეულებისათვის, სავალდებულოა.
Print