ახალი ამბები
2021 წელს საქართველომ ტურიზმიდან 1.2 მილიარდი დოლარი მიიღო
FaceBook
2021 წელს საქართველომ ტურიზმიდან 1.24 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

2019 წელის მონაცემებთან შედარებით, 2021 წელს აღდგენილია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 38%. რაც შეეხება დეკემბრის თვეს, აღდგენის მაჩვენებელმა 58% შეადგინა. 2020 წელთან შედარებით კი შემოსავლების ზრდა 130%-ს აღემატება.

გასულ წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 1.88 მილიონი შეადგინა, აღდგენის მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით 20%-ია, 2020 წელთან შედარებით კი მოგზაურთა რაოდენობა 7.7%-ით გაიზარდა.

2021 წლის 12 თვეში საქართველოში 1.57 მილიონი საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2019 წელთან შედარებით აღდგენილია ტურისტულ ვიზიტების 31%, 2020 წელთან შედარებით კი ზრდა 45.1%-ს შეადგენს.

2021 წელს ვიზიტების უმეტესი რაოდენობა საჰაერო საზღვრით განხორციელდა. ვიზიტების 51% საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების საშუალებით შესრულდა. აღდგენის მაჩვენებელმა კი 2019 წელთან შედარებით 48% შეადგინა.
Print