ახალი ამბები
დღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება
FaceBook
დღეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს წინაშე კიდევ ერთხელ წარდგება.

თბილისის საქალაქო სასამართლო მის მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის შესახებ იმსჯელებს. უკვე ცნობილია, რომ ბრალდებული პროცესს დაესწრება.

"პროცესს დაესწრება საქართველოს მესამე პრეზიდენტიც. გვექნება რამდენიმე შუამდგომლობა, რომელსაც სხდომაზე გავაჟღერებთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პროცესიც იყოს "ლაკმუსის ქაღალდი" და დემონსტრატორი იმისა, თუ რა ხდება ქართულ მართლმსაჯულებაში," - განაცხადა ექსპრეზიდენტის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო კვეთისთვის 1 ოქტომბერს დააკავეს.
Print