ახალი ამბები
ქუთაისის მერის სარეზერვო ფონდიდან 2 თვეში 53 ათასი ლარია დახარჯული
FaceBook
მიმდინარე წელს, ქუთაისის მერის 300 ათას ლარიანი სარეზერვო ფონდიდან იანვარ-თებერვალში 53 ათასი ლარი დაიხარჯა. 

ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას განმარტებით, სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვა მიზნობრივად ხდება.
"არ ხდება ისე რომ ვინმემ დაწეროს განცხადება ფულად მოთხოვნაზე და მათ პირად ანგარიშზე გადავრიცხოთ. თუკი ადამიანს ეს თანხა სჭირდება მედიკამენტებისთვის, ვაძლებთ მედიკამენტებს. თუკი, სჭირდება ფანჯრების ჩასასმელად იმ კომპანიას ვურიცხავთ, რომელიც ჩაუსვმათ ფანჯრებს.  ვფიქრობ ადრე ასე არ ხდებოდა", - განმარტა ქუთაისის მერმა მერიის საბინაო სამსახურის ანგარიშის წარდგენაზე. მისი განმარტებით, მერის სარეზერვო ფონდიდან თანხების გაცემა სტიქიური და განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში ხდება. მურღულიას განმარტებით, ადრე ბენეფიციარი დაწერდა განცხადებას თანხის მისაღებად და გაიცემოდა აღნიშნულ ფონდიდან თანხები.

თეკლე მორგოშია
Print