ახალი ამბები
გზები დასავლეთ საქართველოში, სადაც ძლიერი თოვის გამო მოძრაობა აიკრძალა
FaceBook
თოვლის სახით უხვი ნალექისა და ყინვის გამო, საქართველოს როგორც სახელმწიფოებრივ, ასევე, შიდასახელმწიფოებრივ გზებზე შეზღუდვები დაწესდა.

ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შეზღუდვა მოქმედებს ნაქერალას უღელტეხილზეც, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის ამ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დაწესებული შეზღუდვები ძალაში რჩება საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე და ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის მონაკვეთზე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
Print