ახალი ამბები
საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 1 179 411 ადამიანი
FaceBook
12 იანვრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 577 637 აცრა.

ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 302 036 ადამიანი,  18 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობის 45.3%, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 1 179 411 ადამიანი.

ბუსტერ-დოზა გაკეთებული აქვს 94 457 ადამიანს, ხოლო 11 იანვარს აიცრა 10 688 ადამიანი.

საქართველოში იმუნიზაცია სამი ვაქცინით მიმდინარეობს: "ფაიზერი", "სინოფარმი" და "სინოვაკი".

კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები უფასოა საქართველოს მოქალაქეებისთვის და აცრა რეგისტრაციის გარეშევ შესაძლებელია ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში.
Print