ახალი ამბები
ღამის კლუბები 2 კვირით დახურეს
FaceBook
ღამის კლუბები ორი კვირით ისევ დახურეს.

შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს მთავრობის ადმინიტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

კლუბების დახურვის მიზეზად კორონავირუსის პრევენცია სახელდება.

ღამის კლუბებს მთავრობამ 31 დეკემბერს, 2, 7  და 8 იანვარს მისცა მუშაობის უფლება.

19 დეკემბერს შრომის ინსპექციამ განაცხადა, რომ ღამის კლუბების გახსნის გადაწყვეტილება, კორონავირუსის პირობებში, შესაბამისი უსაფრთხოების ზომების განსაზღვრის შემდეგ იქნება მიღებული.

Print