ახალი ამბები
ბუსტერიზაცია და ნიღბის ტარება - საკოორდინაციო საბჭოს ახალი რეკომენდაციები
FaceBook
საქართველოში კოვიდინფექციის ახალი შტამის "ომიკრონის" შემთხვევების მატების გამო, Საკოორდინაციო საბჭომ ახალი რეკომენდაციები გასცა.


უპირველეს რეკომენდაციად რჩება აცრის მესამე დოზის ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთება.

„ბუსტერიზაცია არის შემაკავებელი მექანიზმი. "ფაიზერის" ბუსტერ დოზა 70 -80%-ით გვიცავს ომიკრონისგან"
, - აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, „ომიკრონს“ რეინფიცირება ახასიათებს.

"დელტა შტამით" დაინფიცირებულს, შესაძლებელია "ომიკრონი" მაინც შეეყაროს“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

საკოორდინაციო საბჭოს მეორე რეკომენდაციად რჩება ვაქცინაცია 50 წელს ზემოთ მოსახლეობაში.

ასევე მნიშვნელობა ენიჭება ტესტირების გაფართოებას და ბუსტერიზაციას სამედიცინო პერონალისთვის.

ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციად რჩება ნიღბის ტარება.

„Სადღეისოდ ნიღბის ტარების მაჩვენებელი მხოლოდ 35%-ია, თუკი ავიყვანთ 80%-მდე, "ომიკრონის" შემთხევევების რაოდენობა განახევრდება. ვატაროთ ყველამ ნიღაბი დახურულ და ღია სივრცეებში“, -აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ომიკრონის 951 შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევები 5000-ს გადასცდა. ამის მიზეზად, "ომიკრონის" აქტიური ცირკულაცია, Საახალწლო დღეები და ის დიდი მობილობა სახელდება, რაც ზამთრის კურორტებთანაა დაკავშირებული.



Print