ახალი ამბები
ონლაინკლინიკების რაოდენობა იზრდება
FaceBook

 

ონლაინკლინიკების რაოდენობა 40-ით გაიზრდება.


ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ომიკრონის შტამი არის შედარებით მსუბუქი, რომლის მართვა შესაძლებელია ბინაზე და ამის გამო პრიორიტეტი ჯანდაცვის პირველად სექტორს ენიჭება.

"როდესაც ჩვენ ვიცით, რომ ომიკრონი ძირითადად იქნება შედარებით მსუბუქი, საშუალო სიმძიმის, რომლის მართვა შესაძლებელია ბინაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის მობილიზება. ამ მიმართულებით მუშაობა ჯერ კიდე დეკემბერში დავყო, როდესაც უკვე ყველა ოჯახის ექიმი არის გადამზადებული კოვიდის მართვის საკითხებში და დღეს თუ მუშაობს 62 ონლაინკლინიკა, კვირის განმავლობაში კიდევ დაემატება 40. იმგვარად, რომ ეს ქსელი იყოს მაქსიმალურად გაშლილი და ყველა ადამიანს ჰქონდეს თავისივე ოჯახის ექიმისგან კონსულტაციის მიღების შესაძლებლობა",- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში ომიკრონის პირველი შემთხვევა 20 დეკემბერს დაფიქსირდა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ომიკრონი განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება და გარკვეულწილად, იმუნიტეტის გვერდის ავლა ახასიათებს. დარგის სპეციალისტების მიერ ახალ შტამზე დაკვირვება აქტიურად მიმდინარეობს და მის შესახებ ინფორმაცია მუდმივად განახლებადია.

ახალ შტამთან ბრძოლის მეთოდები დროული ვაქცინაცია, ბუსტერ-დოზის გაკეთება, ნიღბის ტარება და სხვა პროფილაქტიკური ღონისძიებების მკაცრი დაცვაა.

 

Print