ახალი ამბები
რომის პაპი - ვაქცინები ყველაზე გონივრული გადაწყვეტაა დაავადების პრევენციისთვის
FaceBook
ვაქცინები არ არის განკურნების ჯადოსნური საშუალება, მაგრამ ყველაზე გონივრული გადაწყვეტაა დაავადების პრევენციისთვის,
- ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანებზე გავლენას ახდენს უსაფუძვლო ინფორმაცია ან დაუდასტურებელი ფაქტები, რომლებიც რეალობას ამახინჯებენ.

„თითოეულ ჩვენგანს პასუხისმგებლობა ეკისრება, ვიზრუნოთ საკუთარ თავზე და ჩვენს ჯანმრთელობაზე. ჯანმრთელობა მორალური ვალდებულებაა“, - განაცხადა რომის პაპმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაქცინებმა ეფექტურად შეამცირა კორონავირუსის მძიმე შედეგები და მოსახლეობის ვაქცინაციის ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს.
Print