ახალი ამბები
,,ვაპირებთ გავხსნათ ფარმაცევტული ბაზარი თურქეთთან''- ირაკლი ღარიბაშვილი
FaceBook
"საქართველოს მხრიდან იგეგმება ფარმაცევტული ბაზრის გახსნა თურქეთთან"

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა მედიკამენტებზე ფასების შემცირების მიზნით, შესაბამის გადაწყვეტილებებს მიმდინარე კვირაში მიიღებს.

,,ამ კვირაში მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც ჩვენი პროგნოზით, მნიშვნელოვნად შეამცირებს მედიკამენტების ფასებს. ფარმაცევტული ბაზრის ანგარიში დასრულებულია, კონკურენციის სააგენტომ დაასრულა უკვე მუშაობა, ასევე, ვაპირებთ გავხსნათ თურქეთის ბაზარი, თურქეთიდან შემოვიდეს ხარისხიანი, მაღალი ხარისხის მედიკამენტები, რაც ჩვენი პროგნოზით გააიაფებს ფასებს. ამას გარდა, ვიმუშავებთ კანონმდებლობაზე, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ამ სიტუაციას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა ასევე აპირებს იმუშაოს ამ მიმართულებით კანონმდებლობის დახვეწაზე.
Print