ახალი ამბები
კორონავირუსის 10 იანვრის სტატისტიკა
FaceBook
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 953 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 085 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 31 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 962 827 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 913 528 , გარდაიცვალა 14 218 პაციენტი.

ინფიცირების 2 953 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 925 გამოვლინდა, აჭარაში - 336, იმერეთში – 218, ქვემო ქართლში – 80, შიდა ქართლში – 65, გურიაში – 77, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 126, კახეთში – 63, მცხეთა-მთიანეთში – 26, სამცხე-ჯავახეთში – 34, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 3.

ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება,  როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან მოქმედებს მწვანე პასპორტის სისტემა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. 


Print