ახალი ამბები
მასწავლებლებს ხელფასი 100 ლარით ეზრდებათ
FaceBook
სტატუსის მქონე მასწავლებლებს ხელფასი 100 ლარით გაეზრდებათ.

პედაგოგები გაზრდილ ანაზღაურებას უკვე იანვრის ბოლოს მიიღებენ.

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, განისაზღვრა სტატუსის მქონე სპეციალური მასწავლებლებს რა შემთხვევაში გაეზრდებათ ანაზღაურება.

სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა:

ა) უფროსი სპეციალური მასწავლებლისათვის განისაზღვრება 670 ლარით(იყო 570ლარი)

ბ) წამყვანი სპეციალური მასწავლებლისათვის განისაზღვრება 1050 ლარით.

სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი უფროსი სპეციალური მასწავლებლისათვის შეადგენს:

ა) ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 470 ლარს;

ბ) ორი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 520 ლარს;

გ) სამი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 570 ლარს;

დ) ოთხი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 620 ლარს;

ე) ხუთი და მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 670 ლარს.

სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი წამყვანი სპეციალური მასწავლებლისათვის შეადგენს:

ა) ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 650 ლარს;

ბ) ორი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 750 ლარს;

გ) სამი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 850 ლარს;

დ) ოთხი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 950 ლარს;

ე) ხუთი და მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 1050 ლარს.


მასწავლებლებთა სახელფასო ზრდა კანონში 2021 წლის 30 დეკემბერს აისახა
Print