ახალი ამბები
ყაზახეთიდან საქართველოში 60-მდე მოქალაქე დაბრუნდება
FaceBook
მორიგი ჩარტერული რეისი უნდა განხორციელდეს დღეს ქალაქ აქტაუდან თბილისის მიმართულებით.

დღის ბოლოს, ყაზახეთიდან საქართველოს კიდევ 60-მდე მოქალაქე ჩამოვა. პირველი რეისით სამშობლოში 12 ადამიანი უკვე დაბრუნდა.

დღეს ყაზახეთში გლოვის დღეა. ყაზახეთის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების დროს 154 ადამიანი დაიღუპა.

ყაზახეთში საპროტესტო გამოსვლები საწვავის ფასის ზრდის გამო დაიწყო, რაც ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პროტესტის შემდეგ ყაზახეთის მთავრობა გადადგა. ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 5 იანვარს, გვიან ღამით კი დემონსტრანტების წინააღმდეგ "ანტიტერორისტული ოპერაცია" დაიწყო.

პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ ტოყაევის თხოვნის შემდეგ, ყაზახეთში შევიდნენ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) ქვეყნები, მათ შორის, რუსეთი.

Print
თეგები: #ყაზახეთი