ახალი ამბები
"საქართველოში ომიკრონის დინამიკა მზარდია" - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი
FaceBook
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის - ომიკრონის შემთხვევათა დინამიკა მზარდია.

10 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში ომიკრონის ლაბორატორიულად დადასტურებული 600 შემთხვევაა დაფიქსირებული. მზარდი ტენდენციაა მსოფლიოშიც.


"საქართველოში ომიკრონის ლაბორატორიულად დადასტურებული 600 შემთხვევაა დაფიქსირებული და დინამიკა მზარდია, მსოფლიოში კი ჩOVID-19-ის ახალი შტამის შემთხვევები სულ უფრო იზრდება", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ომიკრონი განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება და გარკვეულწილად, იმუნიტეტის გვერდის ავლა ახასიათებს. დარგის სპეციალისტების მიერ ახალ შტამზე დაკვირვება აქტიურად მიმდინარეობს და მის შესახებ ინფორმაცია მუდმივად განახლებადია.
ახალ შტამთან ბრძოლის მეთოდები დროული ვაქცინაცია, ბუსტერ-დოზის გაკეთება, ნიღაბის ტარება და სხვა პროფილაქტიკური ღონისძიებების მკაცრი დაცვაა.

Print
თეგები: #ომიკრონი