ახალი ამბები
საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებლები გაუარესდა - Freedom House
FaceBook
2021 წელს საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი 100 ქულიდან 36.31-ით ფასდება - ეს მონაცემები საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House -ის ყოველწლიურ ანგარიშშია მითითებული.

ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიის ქულა 7-დან 3.18 ქულას შეადგენს, რითაც გარდამავალი ან ჰიბრიდული რეჟიმის კატეგორიაში ხვდება. წინა წლის მონაცემებით, დემოკრატიის მაჩვენებელი 100-დან 38 ქულას შეადგენდა, ხოლო დემოკრატიის ქულა 7-დან 3.25 იყო.

ანგარიშში, ასევე საუბარია თავისუფლების ინდექსზე. 2021 წელს საქართველოში თავისუფლების მაჩვენებელი 100-დან 60 ქულით ფასდება. მათ შორის, პოლიტიკური უფლებები 23 ქულით შეფასდა 40-დან, სამოქალაქო თავისუფლებები კი 37 ქულით 60-დან. ანგარიშის მიხედვით, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიას მიეკუთვნება.

ინტერნეტის თავისუფლების კუთხით,  საქართველოს 100-დან 77 ქულა მიენიჭა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით ერთი ქულით მაღალია და თავისუფალ ქვეყანათა კატეგორიაში ხვდება. ორგანიზაციის ცნობით, ინტერნეტის თავისუფლების დონე ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით – დაბრკოლებები წვდომაზე, კონტენტზე დაწესებული შეზღუდვები და მომხმარებელთა უფლებების დარღვევები.

100-დან 60 - ასეთია საქართველოს სარეიტინგო ქულა ორგანიზაცია Freedom House ანგარიშში, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკურ უფლებებსა და სამოქალაქო თავისუფლების შესახებ არის მომზადებული.
Print