ახალი ამბები
იანვრიდან Საჯარო სექტორში დასაქმებულებს ხელფასი ეზრდებათ
FaceBook
იანვრიდან საჯარო მოხელეებს ხელფასები გაეზრდებათ. საჯარო სექტორში განხორციელდება 10%-იანი სახელფასო მატება.


საჯარო მოხელეთა საბაზო სახელფასო სარგო რაც 2017 წლიდან მოყოლებული 1000 ლარით განისაზღვრება, 2022 წლიდან მინიმუმ 1100 ლარამდე გაიზრდება. საამისოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 177 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ხელფასები გაიზრდება ჯარში, პოლიციაში, ანაზღაურება გაეზრდებათ - მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, მანდატურებს, სოფლის ექიმებს, ექთნებს, სასწრაფო დახმარების სამსახურის ყველა თანამშრომელს.

ამასთან, მიმდინარე თვიდან გაიზარდა პენსია და სოციალური დახმარება. კერძოდ, 2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია განისაზღვრა 260 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 300 ლარის ოდენობით. მაღალმთიან დასახლებებში პენსიის მოცულობა 70 წლამდე ასაკის პირთათვის შეადგენს 312 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 360 ლარი იქნება.

ამასთან, მკვეთრად გამოხატული შშმ პირთა და 18 წლამდე შშმ პირთა ყოველთვიური სოციალური დახმარება იზრდება 25 ლარით. ომში მონაწილე ვეტერანების ყოველთვიური 22 ლარიანი დახმარება იზრდება 100 ლარამდე.


Print