ახალი ამბები
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის მილიონამდე შემთხვევაა დაფიქსირებული
FaceBook
ქვეყანაში, კორონავირუსის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 956 032 შემთხვევაა დადასტურებული.


ბოლო 24 საათში კოვიდ 19-ით კიდევ 2 622 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 1 126 პირი, გარდაიცვალა 28 ადამიანი.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსს ჯამში 14 156 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 622 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 597 შემთხვევა, აჭარა - 343, იმერეთი - 179, ქვემო ქართლი - 84, შიდა ქართლი - 111, გურია - 48, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 78, კახეთი -101, მცხეთა-მთიანეთი - 48, სამცხე-ჯავახეთი -30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 30 184, საიდანაც1 228 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 51 პირი, ხოლო თვითიზოლაციაში 28 458 ადამიანი.
Print