ახალი ამბები
ნაქერალას უღელტეხილზე მოძრაობა თავისუფალია
FaceBook
ძლიერი თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.

ნაქერალას უღელტეხილზე გზა გაწმენდილია და მასზე მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზაზე (ნაქერალას უღელტეხილი) მოძრაობა შეზღუდული იყო.
Print