ახალი ამბები
მესხიშვილის თეატრის იანვრის თვის აფიშა
FaceBook
იანვარში მესხიშვილის თეატრში 6 სპექტაკლს წარმოადგენენ.

ჩვენებები 12 იანვრიდან დაიწყება.

წლის პირველი სპექტაკლი მიუზიკლი „ბრემენელი მუსიკოსები“ იქნება.

ასევე წარმოდგენილი იქნება სპექტაკლები: „ჯადოსნური წრე“, „სიმართლე“, „ჭკუისა მჭირს“, „კუ+კოკინა“ და „მაკბეტი“.

თეატრში ძალაში რჩება ე.წ "მწვანე პასპორტის" კონცეფცია.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ "მწვანე პასპორტის" პრინციპით შეძლებენ შესვლას თეატრებში.

პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი, ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, გადატანილი აქვს კორონავირუსი.

"მწვანე პასპორტის" მოთხოვნა მოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის.

Print