ახალი ამბები
ქუთაისის მერია გზების "ორმოულ" შეკეთებაზე 600 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს
FaceBook
ქუთაისში სავალი ნაწილის და ტროტუარების „ორმოული“ შეკეთებითი სამუშაოებისათვის 600 000 ლარი დაიხარჯება.
შესაბამისი ტენდერი ( NAT210026150) მერიამ უკვე გამოაცხადა. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვაში გამარჯვებულმა  კომპანიამ, ქუჩების სავალი ნაწილის და ტროტუარების ბეტონით, გრანიტის ფილებით და დაწნეხილი და დეკორატიული ფილებით მიმდინარე „ორმოული“ შეკეთებითი სამუშაოები უნდა განახორციელოს.  გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, სამუშაოები ეტაპობრივად შეასრულოს მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებისაგან შედგენილი ინსპექტირების ჯგუფის დავალების მიხედვით.

სახელმწიფო შესყიდვაზე წინადადებების მიღება 12 იანვარს სრულდება. 



Print