ახალი ამბები
7 და 8 იანვარს ღამის კლუბებს მუშაობის უფლება მისცეს
FaceBook
7 და 8 იანვარს ღამის კლუბებში ღონისძიებების ჩატარება ნებადართული იქნება.

შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო.

"2022 წლის 7 იანვრიდან 2022 წლის 9 იანვრის 06:00 საათამდე შეზღუდვა არ გავრცელდეს ელექტრონული მუსიკის მოსასმენ სივრცეებსა და ღამის კლუბებზე", - წერია დადგენილებაში.

ახალი დადგენილებით, დროებითი ცვლილება შევიდა სამ მუხლში, რომელიც ღონისძიებების გამართვის, თავშეყრისა და ეკონომიკური საქმიანობის წესებს არეგულირებს კორონავირუსის პირობებში.

ღამის კლუბებს საქართველოს მთავრობამ 31 დეკემბერს და 2 იანვარსაც მისცა მუშაობის უფლება.

19 დეკემბერს შრომის ინსპექციამ განაცხადა, რომ ღამის კლუბების გახსნის გადაწყვეტილება,  კორონავირუსის პირობებში, შესაბამისი უსაფრთხოების ზომების განსაზღვრის შემდეგ იქნება მიღებული.
Print