ახალი ამბები
ალილო ქუთაისში - ქუჩებში შობის მახარობლები გამოჩნდნენ
FaceBook
ქუთაისში ალილოს ტრადიციული მსვლელობა გაიმართა.

უფლის შობა მოსახლეობას წელსაც მოზარდებმა ახარეს. შობის მახარობლებმა ქუთაის-გაენათის   მიტროპოლიტ მეუფე იოანესთან და სხვა სასულიერო პირებთნ ერთად, სადღესასწაულო გალობით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მსვლელობა მოაწყვეს. 

საზეიმო მსვლელობას მხარის და ქალაქის პირველი პირებიც შეუერთდნენ, რომლებმაც პატარებს ტკბილეული გადასცეს. 

ალილოს მონაწილეების თქმით, შეგროვებულ ნობათს სოციალურად დაუცველებს გადასცემენ. 

ალილოს ტრადიცია საქართველოში 20  წელზე  მეტია აღდგა და ყოველი წლის 7 იანვარს, როცა მართლმადიდებელი სამყაროს ერთი ნაწილი შობას აღნიშნავს, ასობით ადამიანი საშობაო წირვის შემდეგ მსვლელობაში მონაწილეობს, ხოლო შეგროვილ ნობათს გაჭირვებულ ადამიანებს ურიგებენ. 

Print