ახალი ამბები
საქართველოში "ომიკრონის" 600 შემთხვევაა დადასტურებული
FaceBook
საქართველოში "ომიკრონის" 600 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული.

ამირან გამყრელიძის თქმით,  შემთხვევებიდან, მხოლოდ ხუთი პაციენტის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო, ოთხი მათგანი  უკვე გაწერილია, ერთი კი განაგრძობს მკურნალობას.

’ზეწოლა ჯანდაცვის სისტემაზე სერიოზულად იზრდება. ჯერჯერობით, მისი ვირულენტობა ბევრად ნაკლებია "დელტას" შტამზე, მაგრამ მას აქვს ძალიან სწრაფი გავრცელების უნარი და ასევე უნარი აქვს რეინფიცირების, ანუ, ადამიანი თუ ერთხელ იყო ინფიცირებული, შეიძლება მალევე დაინფიცირდეს იგივე "ომიკრონით",- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

"ომიკრონი" პირველად სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა, შემდეგ კი სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, "ომიკრონი"  მსოფლიოს 89 ქვეყანაშია დაფიქსირებული.
Print
თეგები: #ომიკრონი