ახალი ამბები
მართლმადიდებელი სამყაროს ნაწილი შობის დღესასწაულს აღნიშნავს
FaceBook
მართლმადიდებელი სამყაროს ნაწილი  7 იანვარს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.

შობის დღესასწაულზე მორწმუნეთათვის 40-დღიანი მარხვა დასრულდა, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყო.

წმინდა სახარების მიხედვით, იესო ქრისტე უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად სწორედ მათ იხილეს ყრმა მაცხოვარი.

მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან ვარსკვლავთმრიცხველებიც მივიდნენ, რომლებიც მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ თაყვანი სცეს ახალშობილ მაცხოვარს და ძღვენი მიართვეს - ოქრო, გუნდრუკი და მური. უფლის შობის შესახებ წინასწარმეტყველებდნენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებიც.
Print
თეგები: #შობა