ახალი ამბები
„საშობაო კონცერტი“ ქუთაისის სახელმწიფო თეატრების მსახიობების მონაწილეობით
FaceBook
მესხიშვილის თეატრში საშობაო კონცერტი გაიმართება.

კონცერტში მონაწილეობას მესხიშვილის თეატრის მსახიობები და ქუთაისის ოპერის თეატრის მომღერლები მიიღებენ.

კონცერტში ოპერის თეატრის გუნდი და ორკესტრიც ჩაერთვება.

კონცერტზე დასწრება მაყურებელს 8 იანვარს, 18 საათზე შეეძლება.

რაც შეეხება სპექტაკლებს, მესხიშვილის თეატრი ახალი 2022 წლის პირველ სპექტაკლს 11 იანვარს წარმოადგენს.

თეატრში ძალაში რჩება ე.წ "მწვანე პასპორტის" კონცეფციაც.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ "მწვანე პასპორტის" პრინციპით შეძლებენ შესვლას თეატრებშიც.
პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის Pჩღ-ტესტი, ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, გადატანილი აქვს კორონავირუსი.

"მწვანე პასპორტის" მოთხოვნა მოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის.



Print