ახალი ამბები
ქუთაისის მერია ავტომანქანების ტექნიკურ მომსახურებაში 575 257 ლარს დახარჯავს
FaceBook
ქუთაისის მერია, თვითმმართველობის ბალანსზე არსებული ავტომანქანების ტექნიკური მომსახურებისთვის, წლის განმავლობაში 575 257 ლარს დახარჯავს.

საუბარია როგორც მერიის, ასევე საკრებულოს თანამშრომლების სარგებლობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე. მომსახურებაში შედის არამხოლოდ ავტომანქანების ავტოტექმომსახურება, არამედ, მათი სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფა.

ქუთაისის მერია ავტომანქანების ტექნიკურ მომსახურებაზე ყოველწლიურად სოლიდურ თანხას ხარჯავს.
Print