ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 14 000-ს გადააჭარბა
FaceBook
საქართველოში  კოვიდ19-ით 14 041 პაციენტია გარდაცვლილი.

5 იანვრის მონაცემებით, ვირუსი კიდევ 3 436 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 32 პაციენტი. 

ქვეყანაში კორონავირუსის სულ 945 609 შემთხვევაა დადასტურებული.
მათ შორის, ჯამში გამოჯანმრთელდა 906 708, გარდაიცვალა 14 041 პაციენტი.

ამ ფონზე ნელი ტემპით იმაზტებს აცრილთა რაოდენობა.

5 იანვარის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 528 030 აცრა.

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 292 888 ადამიანი - >18 ასაკის მოსახლეობის 45.0%.

სრულად ვაქცინირებულია 1 156 606 ადამიანი - >18 ასაკის მოსახლეობის 40.3%.

ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 77 125 ადამიანს.

4 იანვარს აიცრა 7 191 ადამიანი.

4 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 159 შემთხვევა.

Print