ახალი ამბები
დიდთოვლობის გამო გზებზე კვლავ შეზღუდვები დაწესდა
FaceBook
ინტენსიური თოვისა და ყინვის გამო, შეზღუდვები კვლავ მოქმედებს ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფოებრივ და შიდასახელმწიფოებრივ გზებზე.

მოძრაობა აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტისთვის ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ90(ყანობილის ასახვევი) მონაკვეთზე, სადაც  დაზიანებული და წაქცეულია გარე განათების ელექტროგადამცემი ბოძები. ვერ ხერხდება აღნიშნული მონაკვეთის და აბასთუმანი-ყანობილის საავტომობილო გზის გაწმენდა.

ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზეც. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე  მოძრაობა თავისუფალია.


Print