ახალი ამბები
მესხიშვილის თეატრში სპექტაკლების ჩვენება 11 იანვრიდან განახლდება
FaceBook
მესხიშვილის თეატრი ახალი 2022 წლის პირველ სპექტაკლს 11 იანვარს წარმოადგენს.

თუმცა, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის რომელი სპექტაკლი გახსნის ახალი წლის ჩვენებებს და რა შევა იანვრის თვის რეპერტუარში.

Მანამდე კი, თეატრი კონცერტს უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას მესხიშვილის, ოპერისა და თოჯინების თეატრის მსახიობები მიიღებენ. კონცერტზე დასწრება მაყურებელს 8 იანვარს, 18 საათზე შეეძლება.

თეატრში ძალაში რჩება ე.წ "მწვანე პასპორტის" კონცეფცია.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ "მწვანე პასპორტის" პრინციპით შეძლებენ შესვლას თეატრებშიც.
პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი, ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, გადატანილი აქვს კორონავირუსი.

"მწვანე პასპორტის" მოთხოვნა მოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის.


Print