ახალი ამბები
შობის დღესასწაულზე, სასულიერო პირები შემოწირულობას კვლავ შეაგროვებენ
FaceBook
საქართველოს საპატრიარქო, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს.

ტრადიციის მიხედვით, ყოველი წლის 7 იანვარს მთელი საქართველოს მოსახლეობა, სასულიერო და საერო პირები აგროვებენ შემოწირულებას, რომელიც დახარისხების შემდეგ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რიგდება.

,,წელს, 7 იანვარს, ქრისტეშობის სადღესასწაულო ღვთისმსახურების შემდეგ, ტრადიციულად, შემოწირული საჩუქრები, ტანსაცმელი, სათამაშოები და ნუგბარი კვლავ შეგროვდება და მოთხოვნის შესაბამისად განაწილდება. მსურველებს შემოწირულებისა და სხვადასხვა საჩუქრის მოტანა შეეძლებათ 7 იანვარს, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე"
,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ადგილზე მათ დახვდებათ იმ ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ჩაიბარებენ და დასარიგებლად დაახარისხებენ საჩუქრებს. შემოწირულების მიტანა ასევე შესაძლებელი იქნება ყოვლადწმინდა სამების ლავრაში არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში.
Print
თეგები: #შობა