ახალი ამბები
აცრის წამახალისებელი ლატარია იანვარშიც გრძელდება
FaceBook
აცრის წამახალისებელი 200-ლარიანი პროგრამა იანვარშიც გრძელდება.

ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

წამახალისებელ ლატარიაში მონაწილეებისთცის ასაკობრივმა ზღვარმა დაიწია. თუ აქამდე, აცრის სანაცვლოდ, 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები იღებდნენ ფულად წახალისებას, იანვარში 50 წელს ზემოთ მოქალაქეები მიიღებენ 200 ლარს, თუ ისინი იმუნიზაციის პროგრამაში ჩაერთვებიან.

აღნიშნული პროგრამის ხანგრძლივობა, ამ ეტაპზე, მხოლოდ იანვრით შემოიფარგლება.

საქართველოში უკვე 2 მილიონზე მეტი აცრაა ჩატარებული.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 938 583 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 902 948, გარდაიცვალა 13 942 პაციენტი.
Print