ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ კომპოზიტორ ერეკლე დიდიას საღამოს მოსაწყობად 15 ათასი ლარი გამოყო
FaceBook
საღამო 2016 წლის  21 იანვარს არის დაგეგმილი.

ქუთაისის მერია კომპოზიტორ ერეკლე დიდიას საავტორო საღამოს გამართვას გეგმავს.  საღამო 2016 წლის  21 იანვარს არის დაგეგმილი.

საღამოზე მონაწილეთა მოწვევის და ორგანიზების შესყიდვაზე ადგილობრივი თვითმმართველობა 15 000 ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს. აღნიშნულ ელქტრონულ ტენდერზე წინადადების მიღება 25 დეკემბერს დაიწყება და ხუთი დღის განავლობაში გაგრძელდება.

სატენდერო დოკომენტაციის მიხედვით, ერეკლე დიდიას საავტორო საღამოში მონაწილეობას მიიღებენ მისი შვილები მარიკო და გეგა დიდიები, ასევე მისი მოსწავლეები გოგონათა კვარტეტი, ქ. ქუთაისის მე-2 სამუსიკო სკოლის გუნდი, რომელთა მონაწილეობას უზრუნველყოფს თავად კომპოზიტორი. 
ნინი ბადურაშვილი, თამარ გაჩელიჩილაძე,  ეკა მამალაძე, ლაშა ღლონტი, ნოდარ ტატიშვილი, დავით მგელაძე, ლაშა ნიქაბაძე, ჯგუფი ,,ქუჩის ბიჭები" , ანსამბლი ,,იმედი" (თბილისში არსებული), ჯგუფი ,,სეიშენი" , სულხან გოგოლაშვილი - ეს შემსრულებლები იმეღერებენ 2016 წლის 21 ინავარს დაგეგმილ საღამოზე.

საღამოს წამყვანი ნინო დოღონაძე, რეჟისორი ლევან ბიბილეიშვილი გახლავთ. საღამო რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით გაიმართება.

სატენდერო დოკიმენტაციაში არ არის  მითითებული საღამოს მონაწილეთათავის განსაზღვრული ჰონორარის ოდენობა.    

Print