ახალი ამბები
იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ
FaceBook
იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები, უქმე დღეებში ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ და მომხმარებელს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე მოემსახურებიან.

უქმე დღეების პერიოდში, მომხმარებლისთვის, სრულად იქნება ხელმისაწვდომი იუსტიციის სახლის უკლებლივ ყველა, 450-ზე მეტი სერვისი.

3-დან 10 იანვრის პერიოდში იმუშავებენ მობილური იუსტიციის სახლის ავტომანქანებიც, რომლებიც საქართველოს 6 რეგიონის სოფლებს ჩვეული გრაფიკითა და პერიოდულობით მიაკითხავენ.

საახალწლო უქმეებთან დაკავშირებით, ფილიალები მხოლოდ შობის დღესასწაულზე - 7 იანვარს დაისვენებენ.
Print