ახალი ამბები
ნალექი და ძლიერი ქარი - უახლოესი დღეების პროგნოზი
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3-4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი და ძლიერი ქარი.

მათივე ცნობით, მთაში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, მთიან რეგიონებში კი ზვავსაშიშროება.

„საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლოა, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Print