ახალი ამბები
საქართველოში ომიკრონის 144 შემთხვევაა დადასტურებული
FaceBook
კორონავირუსის ახალი შტამი, ომიკრონი,  საქართველოში ლაბორატორიულად უკვე 144 ადამიანს დაუდასტურდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 796 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 291 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 45 პაციენტი.


ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 937 640 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 900 159, გარდაიცვალა 13 905 პაციენტი.


დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 796 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 490 შემთხვევა, აჭარა - 66, იმერეთი - 50, ქვემო ქართლი - 32, შიდა ქართლი -43, გურია - 21, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 40, კახეთი - 32, მცხეთა-მთიანეთი - 11, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.
Print
თეგები: #ომიკრონი