ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ სატრანსპორტო ხაზებზე კონკურსი მეოთხედ ჩაატარა
FaceBook
ქუთაისის მერიის მიერ ჩაატრებული კონკურსის შედეგად, გადამზიდმა კომპანიამ შპს "მორბენალმა" #23 ა მიკროსატრანსპორტო ხაზზე მუშაობის ნებართვა მიიღო. აღნიშნულ ხაზზე ჩატარებულ კონკურსზე მხოლოდ ერთი გადამზიდი კომპანია მონაწილეობდა. "მორბენალმა" ნებართვის გასაცემად მერიის მიერ დადგენილი საწყისი ფასის (960 ლარის) ნაცვლად 2300 ლარი დააფიქსირა.

#23 ა მიკროსაავტობუსო ხაზის გარდა, მერია კონკურსი #23 მიკროსაავტობუსო ხაზეც გამოაცდა.  # 23 ხაზზე გამოცხადებულ კონკურსში ორი კომპანია, შპს ,,გადამზიდავი" და შპს ,,მორბენალი" იღებდა მონაწილეობას . გამარჯვებული შპს "გადამზიდავი" აღმოჩნდა, რომელმაც 1350 ლარის ნაცვლად მაღალი ფასი- 4777 ლარი დააფიქსირა.

ქუთაისის მერიამ ნებართვაგასულ 18  სატრანსპორტო ხაზებზე ახალი ნებართვების გასაცემად კონკურსი პირევლად მიმდინარე წლის ივლისში ჩაატარა. მაშინ კონკურსის ჩაატრებას წინ  მძღოლების აქცია უძღოდა. სატრანსპორტო ხაზებზე გამოცხადებული კონკურსი 15-დან 10 ლოტზე ჩაიშალა. საბოლოო ჯამში, მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული სახელშეცვლილი ძველი კომპანიები გახლდენენ. 


ამავე თემაზე:

ქუთაისის მერი სატრანსპორტო ხაზების კონკურსზე - დისკრედიტაციას ცდილობენ

უთაისში სატრასპორტო ხაზებზე გამოცხადებული კონკურსი ერთ დღეში დასრულდება
ქუთაისელი მძღოლები სატრანსპორტო კონკურსზე - მონიტორზე ყველაფერი გამჭვირვალეა
მძღოლები ქუთაისში მიმდინარე სატრანსპორტო კონკურსზე - ის გაიმარჯვებს, ვისაც მეტი ფული აქვს
Print